თეგებით ძიება

"მოხსნაზე გამახსენდა, ის 3+1 ბებერი აფირისტიც მიაყოლეთ თქვენი ჭირიმე, ქონების კონფისკაციით!" - ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პირბადებისა და "სამი მუშკეტერის" მოხსნას ითხოვს.

"პანიკის და დაზაფვრის ალაგმვის პერიოდი დგება!
საუკეთესო გადაწყვეტილება-
არა "მწვანე პასპორტს!"
თოქ-შოუებო, პაწა დროს ხომ არ ჩამორჩით?
იმედია შემდეგი ნაბიჯი ამ ყოვლად უაზრო პირბადრუკობის მოხსნა იქნება!
ხო, მოხსნაზე გამახსენდა, ის 3+1 ბებერი აფირისტიც მიაყოლეთ თქვენი ჭირიმე (ოღონდ ჩვენს ხარჯზე შეძენილი ქონების კონფისკაციით!)
ის მორჩენილი, მათ გამდიდრებაზე ორიენტირებული ტესტები კი იქ გაუკეთეთ, სადაც თოთოებს სიცხეს უზომავენ!
სურდოიანები თავად მივხედავთ თავს!
მალინა, მალინაააა...", - წერს მოროშკინა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა