თეგებით ძიება

“ქვაბში რა იხარშება, ჩამხედავი არავინაა” - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს:

"უნიკალური ერი ვართ, მსოფლიო და კერძოდ ჩვენი რეგიონი ცივი ომის პირობებშია, ისიც კი შეიძლება ვთქვათ, რომ გარდამტეხი ისტორიული მომენტი დგას, რომელზეც დიდადაა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა შემდგომი განვითარების როგორ კალაპოტში აღმოჩნდება, ფონს გავა, ხუთკუნჭულასავით გადაასწრებს დევს ხიდზე, თუ დიდი ხნით ჩაფლავდება. ჩვენი კვირის თემა და ჩვენი წლის გმირები კი მწვანე პასპორტზე გამარჯვებული დაქირავებული, უნებლიე თუ ბუნებრივი მტროლავები არიან. ზედაპირიდან ქაფის მოხსნის დიდოსტატები ვართ, ქვაბში რა იხარშება, ჩვენივე ხორცი იქნებ, ჩამხედავი არავინაა", - წერს ფანჯიკიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა