თეგებით ძიება

"მწვანე პასპორტის გაუქმებამ უამრავ ადამიანს ააღებინა აცრაზე ხელი... მავნებლობაა რაც ჩაიდინეს" – რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის გაუქმებას ეხმაურება და წერს:

"მწვანე პასპორტის გაუქმებამ უამრავ ადამიანს ააღებინა აცრაზე ხელი. მირეკავენ და მწერენ, იქნებ პარლამენტმა განიხილოს ეს საკითხიო. ახლა მელაპარაკა ერთ-ერთი დაწესებულების ხელმძღვანელი-ხალხი იმიტომ იცრებოდა, რომ კაფე-რესტორნებში არ შეეძლოთ თავისუფლად შესვლაო, ახალგაზრდები უმეტესადო. ვისაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ, ისინც გაჩერდნენო. ერთჯერ აცრილები მეორეჯერ არ იცრებიანო.
მავნებლობაა რაც ჩაიდინეს", - წერს გოცირიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა