თეგებით ძიება

"კოვიდით სიკვდილიანობით სომალისთან, ერაყთან, ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს" – მიხეილ სააკაშვილი

ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და წერს:

"საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, საერთაშორისო გამჭვირვალეობის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით 2004-2012 წლებში.

ჩვენ ახლაც მაღლა ვართ რეიტინგებში, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. მე-7 ადგილი მსოფლიოში 200 ქვეყანას შორის, კოვიდით სიკვდილიანობით სახელოვან სომალისთან, ერაყთან და ომით განადგურებულ ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს ევროკავშირში გამქცევთა შორის.

2004-2012 წლების რეიტინგების გამო მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი საქართველო და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ციხის ადმინისტრატორის გარდა", - წერს სააკაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა