თეგებით ძიება

"ვაქცინაცია არ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას ვირუსისგან, მაგრამ როგორც პრეზერვატივი აივინფექციისგან გიცავს 99.5% შემთხვევაში" - გიორგი ხაბურზანია

საერთაშორისო მეგაპროექტების პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებას და ანტივაქსერულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ძალიან უსამართლოა რომ დნმ-ი თანაბრად არ არიგებს ინტელექტს ამიტომ შევეცდები ავხსნა საღი აზრი ჩემი საშუალო ინტელექტის დონეზე:

1. კოვიდი რეალურად არსებობს და ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, ვინაიდან ის მარტო 3.7 მილიონიან საქართველოში დღეში კლავს მინიმუმ 40 ადამიანს უკვე თვეებია. ეს ფაქტია.

2. ვაქცინაცია არ უზრუნველყოფს 100% დაცვას ვირუსისგან, მაგრამ როგორც პრეზერვატივი აივ ინფექციისგან გიცავს 99.5% შემთხვევაში კოვიდის ფატალური, ლეტარული ანუ ქართულად რომ ვთქვათ სიკვდილისგან, პანაშვიდისგან და ქელეხებისგან გიცავს 99%-ით!!!!

3. ვაქცინაცია აუცილებელია ნამდვილი ჯოგური იმუნინეტის გამომუშავებისთვის, რაც სხვანაირად ამ ვირუსის შემთხვევაში ვერ მოხდა. იხილეთ შვედეთის მაგალითი.

4. რაც უფრო მეტი აიცრება, მაგალითად ჩვენი მოსახლეობის 90% რომ იყოს აცრილ-დაბუსტული, ვირუსი ფაქტიურად გაქრებოდა როგორც პანდემია ჩვენი ცხოვრებიდან, მაგრამ რადგან აცრილები უმცირესობაში არიან პანდემია საქართველოში არ დამთავრდება თვეები და კიდევ წელი თუ არა.

5. მწვანე პასპორტი გამოიგონეს იმ თავისუფალმა ქვეყნებმა, რომლის კონსტიტუცია არ აძლევთ მათ უფლებას დაავალდებულოს მოქალაქე რომ აიცრას. მწვანე პასპორტის ძირითადი დანიშნულება პრევენცია კი არა ინსენტივია, რომ ურჩი მოსახლეობა აიცრას მათი კონსტიტუციური უფლებების დარღევვის გარეშე.

6. მეცნიერების უარმყოფველი, მჩხიბავი ერები, როგორიც საქართველოა განწირულები არიან მაჩანჩალები იყვნენ პანდემიასთან ბრძოლაში.

სამარცხვინო იდიოტები!", - წერს გიორგი ხაბურზანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა