თეგებით ძიება

შესწორებულია - ინფორმაცია, თითქოს "პირდაპირ ეთერში კოვიდ მკვდარი, მკვდრეთით ადგა", არასწორია და რეალობას არ ასახავს

სოციალური ქსელის მომხმარებლის, მამუკა ქარჩხაძის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც, ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვის დროს თითქოს ჩანს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები იატაკზე წვანან და ერთ-ერთი მათგანი წამოდგომას ცდილობს, არასწორია.

mythdetector.ge-ს განმარტებით, ვიდეო არა კოვიდით გარდაცვლილთა საჩვენებლად გადაღებულ ჩაშლილ სცენას, არამედ 4 თებერვალს ავსტრიაში კლიმატის პოლიტიკის გასაპროტესტებელად გამართულ პერფორმანსს ასახავს. აქტივისტები გვამების იმიტაციის შექმნით იმას უსვამენ ხაზს, რომ ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფა საბოლოოდ ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს.

"ავსტრიაში პირდაპირ ეთერში კოვიდ მკვდარი, მკვდრეთით ადგა
ეტყობა მოწყინდა მკვდრად ყოფნა.
ეს ხაჩიძემ იცის? ჟურნალისტი რომ გამხდარა ახლა ?
ეკა კვალიაშვილს და ხატია სიჭინავას კიდევ ეს უნდოდა", - წერს მამუკა ქარჩხაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა