თეგებით ძიება

„მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა“ - დავით ჩიხელიძე

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა.- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ფუჭი აღმოჩნდა ოპოზიციის ძალისხმევა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ გაუძლო ზეწოლას, ოპოზიცია კი მორიგ ჯერზე დამარცხდა. დღეს პაპუაშვილის ბრიფინგი იყო სრული ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოღალატე ადამიანის სახე. მაგალითად აქუბარდია, დეკანოიძე ვაშაძე და ა.შ. რომლებიც მთავრობას უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებდნენ, ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და უკრაინის დახმარების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა იყო. არათუ საქართველო, არამედ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებოდნენ, რაც სწორი და მართებული პოზიცია არის. რომ არაფერი ვთქვათ სანქციების საკითხზე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის არის და ყველა ქვეყანა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, მათ შორის მოლდოვა, რომელიც ჩვენზე წინ უსამართლოდ დააყენეს და დღემდე რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა.”- წერს დავით ჩიხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა