არც კი ვიცი როგორ შეუძლია ადამიანს, რომელიც ებრაელია, ხმა მისცეს კამალა ჰარისს - ტრამპი ნეთანიაჰუს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ბოლოდროინდელ კომენტარებს ღაზაში ომის შესახებ ისრაელის მიმართ უპატივცემულობა უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
„მე ვფიქრობ, რომ მისი [კამალა ჰარისის] გამონათქვამები უპატივცემულო იყო. არ იყო ძალიან ლამაზი. მე ნამდვილად არ ვიცი, როგორ შეიძლება ებრაელმა მას ხმა მისცეს. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ის ნამდვილად უპატივცემულოდ მოიქცა ისრაელის მიმართ, ჩემი აზრით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კამალა ჰარისმა გუშინ განაცხადა, რომ ის არ გაჩუმდება ტანჯვის იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს ღაზის სექტორში.