პარლამენტის თავმჯდომარე, ერთ-ერთ გამორჩეული მატყუარა და დეზინფორმატორი მოძალადედაც ჩამოყალიბდა - ნათია მეზვრიშვილი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი "პოლიტიკური ამბების" ეთერში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოძალადე პიროვნებად ჩამოყალიბდა. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილმა "ზონდერების მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემა-ტყეპა საჯაროდ დააანონსა".
რამდენიც არ უნდა იმეოროს კობახიძემ, რომ ეს არის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, ჩვენ ვერსად გავექცევით ძალადობის იმ ფაქტებს, რომელ პროცესშიც მათ დაქირავებული არაფორმალური ზონდერები ჩართეს, მოქალაქეები აცემინეს, მათ მიმართ მუქარის ზარები განახორციელეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ერთ-ერთ გამორჩეული მატყუარა და დეზინფორმატორი, რომელიც როგორც ჩანს, მოძალადედაც ჩამოყალიბდა უკვე და ღიად მოუწოდა ძალადობისკენ, გამოვიდა და პირდაპირ დააანონსა ზონდერების მიერ ოპოზიციის ცემა-ტყეპა. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არის პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელმაც პირდაპირ მიუქსია აქტივისტებს რამდენიმე კვირის წინ ზონდერები და აცემინა", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.