თეგებით ძიება

2 228 თბილისი, 450 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 688 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 458 093.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41,58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31,92%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 33,03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და 1 270 759 შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4028 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 2228

⭕ აჭარა - 303

⭕ იმერეთი - 450

⭕ ქვემო ქართლი - 259

⭕ შიდა ქართლი - 207

⭕ გურია - 89

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 203

⭕ კახეთი - 210

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 27

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 48

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც: 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 500,, აჭარაში - 761, იმერეთში - 1 213.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 156, იმერეთში - 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 40, იმერეთში - 24. 1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 878 - თბილისში, 406- აჭარაში. 164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა