თეგებით ძიება

"არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ რაც ციხიდან მითხრეს, კარგად არაა" - რას წერს სააკშვილზე ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კითხვით მიმართავს:

"სპეციალური პენიტენციური სამსახური, გვითხარით როგორია ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
არ მინდა შეგაშინოთ,მაგრამ რაც ციხიდან მითხრეს,კარგად არაა‼️
ექიმებს არ უშვებენ,სახალხო დამცველის წარმომადგენელი მაინც შევიდეს!", - წერს კილაძე.

ცნობისთვის, 21 თებერვალს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შემდეგ კი მკურნალობდა. ეს რიგით მეორე შიმშილობაა სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა