თეგებით ძიება

"კარგი იქნება თუ ტურისტულ მიმოსვლას ჩავკეტავთ! რუსეთი მტერია!" - ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტები საქართველომ არ უნდა მიიღოს.

"უკრაინაში რუსულ ნომრიან ავტომანქანებს სადაც დაინახავენ ცეცხლს უკიდებენ და წვავენ (ბოლო ერთი წელია ასე…).
აქ საქართველოში რუს ტურისტებს ძირს ვითარც ნოხი ისე ვეგებით და როგორ მოვემსახუროთ ან ვასიამოვნოთ აღარ ვიცით… მე მგონი ვერ ვართ კარგად! მტერია რუსეთი ჩვენი - მ ტ ე რ ი ! რა ვერ დავიდა ჩვენამდე? 30 წელია აფხაზეთში ვერ ჩავსულვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა ასე გადაწყვიტა! ჩვენ მიწას იტაცებს ნაგლად, ჩვენ ვდუმვართ, ვუცინით, ველაქუცებით, ვემსახურებით!
- საერთოდ კარგი იქნება თუ რუსეთთან ტურისტულ მიმოსვლას ჩავკეტავთ, როგორც ვიცი ბევრ დასავლურ ქვეყანაში უჭირთ რუსებს სიარული, მივბაძოთ ცივილურებს…! იმისათვის რომ რუსეთში წავიდე ვიზა მჭირდება, იმისათვის რომ რუსი აქ ჩამოვიდეს ვიზა არ სჭირდება - რა სპორტია?! ხო და იყვნენ მსოფლიო იზოლაციაში სანამ პუტინს არ დაამხობენ კოლექტიურად და ურთიერთობას და პატივისცემას არ ისწავლიან სხვა ერებისა თუ სახელმწიფოების…
- ერთმორწმუნე ოღონდ ისეთი რომ ერთი მორწმუნე არ დარჩა მაგ დასაწვავში!", - წერს სადღობელააშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა