თეგებით ძიება

"განიხილება სასტუმროში ან მოედანზე შევარდნა" - იგეგმება თუ არა საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშზე პროვოკაციები?

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშზე "ენმ" პროვოკაციას გეგმავს.

"საქართველო-რუსეთის შეხვედრასთან დაკავშირებით (რაგბი) "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გეგმავენ სხვადასხვა აქტიური ჯგუფის მობილიზებას...

აქტივობის ოფიციალური და გარეგნული მხარე იქნება რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტება და უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო რეალური მიზანი იქნება პროვოკაცია, რომელზეც უნდა წამოეგონ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები.

გეგმის მიხედვით, მძიმე შეურაცხყოფების გარდა, განიხილება სასტუმროში ან მოედანზე შევარდნის ვერსიებიც როგორც წინა დღეს ვარჯიშზე, ასევე შეხვედრის დღეს.

ორგანიზატორების გეგმის მაქსიმალური, სასურველი შედეგია ერთი მხრივ ქართველი გულშემატკივრის მინიმუმ ფიზიკური დაზიანება, მეორე მხრივ ისრებისა და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანა, ჩვენი ქვეყნის ჩათრევა მძიმე პროვოკაციებში...

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებებს, აღკვეთეთ ეს ვერაგული პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ!" - წერს ქადაგიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა