თეგებით ძიება

"სააკაშვილი დროა გაიზარდოს და მიხვდეს, რომ..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე წერს, რომ დროა, მიხეილ სააკაშვილი გაიზარდოს და რეალობას თვალებში შეხედოს.

"სააკაშვილი დროა უბრალოდ გაიზარდოს და მიხვდეს, რომ ფეხების ბაკუნით სადაც გასდიოდა, იმ სივრცეში აღარ არის.
დაფიქრდეს, მისი რამდენი თანაგუნდელი იჯდა და თუ ამბიცია აქვს, რომ მათი ლიდერია, როგორც ლიდერს შეეფერება ისე მოიქცეს.
წლებია ის ჭირვეული ბავშვივით იქცევა.

დროა გაიზარდოს, მძიმე, უსამართლო რეალობას თვალებში შეხედოს, ძალა მოიკრიბოს და რაციონალიზმს მოუხმოს, საკუთარი თავის გადასარჩენად - პირველ რიგში.

რადგან რეალობას არ იღებს, საკუთარ პარტიას არარეალისტურ ამოცანებს უსახავს, აქეთ-იქით ახეთქებს და ზომის და მედია რესურსის გამო, ეს გაუთავებელი ჰალუცინაციური თრიფი მთელ ოპოზიციას წამლავს, ასუსტებს, ბიძინა ძლიერდება და სააკაშვილი ციხეში რჩება", - წერს ჩერგოლეიშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა