თეგებით ძიება

"დედაჩემმა გაიგო მამაჩემის საყვარელზე და ისე გაგიჟდა, რომ ყელში მწვდა და ფანჯრიდან მაგდებდა" - 17 წლის გოგოს ტრაგედია

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"მამაჩემს საყვარელი ჰყავს. ვიცი, არავის გაგიკვირდებათ დიდად ეს ამბავი, და არც მე ვწერ ამას გაკვირვების გამო. დედაჩემს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ეკლესიაში დადის, მამაოს ყველაფერს უყვება. არ ვიცი, ის რას ეუბნება, მაგრამ თავში ჩაიჭედა, რომ „ყველა ქალი ბოზია“ და რომ „ქალის მოდგმა არაა გასახარებელი“, და მეც კი, მისი ნაბოლარა შვილი, შემიძულა. 17 წლის ვარ და ისეთ კითხვებს მისვამს, ვეხვეწები ხოლმე, წამოდი ფსიქოლოგთან-მეთქი, მაგრამ უცებ აკივლდება ხოლმე, ფსიქოლოგთან შენ იარე, მე გიჟი კი არა ვარ, მე მსოფლიოში საუკეთესო მამაო მყავსო.

არ ვიცი, რამდენად შორს შეტოპა დედამ ამ ეჭვიანობის ნიადაგზე, მაგრამ მე ჩემს ტყავზე პირადად გამოვცადე, როგორ გაბოროტდა და შეიცვალა. სასწაულებს მელაპარაკება ხოლმე, შენ ისეთი ძუკნა იზრდები, ეგრევე სხვის ქმრებთან წანწალს დაიწყებო, სახლიდან არ მიშვებს ხოლმე, მეგობრები თუ მომაკითხავენ სახლში, კარს უღებს და ეუბნება, სახლში არ არისო.

ეს სიტუაცია ჩემზე ისე მოქმედებს, ლამის მეც გავაფრინო. კაციშვილი არაა ოჯახში დედაჩემის პრობლემების მიმხედავი, მამაჩემი იმ ქალთან გრიალებს და სახლში თითქმის არ მოდის, ჩემი ძმები კი სულ გარეთ არიან და საერთოდ არ აინტერესებთ დედას ასეთი მდგომარეობა.

ყველაზე უარესი ჯერ არ მითქვამს: ამას წინათ, დედაჩემმა რაღაც ახალი გაიგო მამაჩემის საყვარელზე და ისე გაგიჟდა, რომ ყელში მწვდა და ფანჯრიდან მაგდებდა. მარტონი ვიყავით სახლში და აი მართლა ძლივს გადავურჩი მე-15 სართულიდან გადმოგდებას... არ ვიცი, თავისუფლად შესაძლებელია, მართლა გააკეთებდა ამას, რადგან გამწარებულს თვალზე ლიბრი ეკვრის ხოლმე. თან მიკიოდა, გაეთრიე ამ სახლიდან, აქ შენ არაფერი გესაქმება, არაა ეს შენი სახლიო...
წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება... ან რა გავაკეთო... ამქვეყნად არავის იმედი არ მაქვს - ოჯახში ყველას თავისი თავი ადარდებს და მე რომ მოვკვდე, მგონი ვერც გაიგებენ...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა