თეგებით ძიება

"ომი მალე არ დამთვარდება. რა რისკების და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - გვაქვს სასურსათო უსაფრთხოება?" - ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ბაია პატარაია უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, იმ რისკებზე სვამს კითხვებს, თუ რა გამოწვევებისა და რისკების წინაშე დგას საქართველო.

"ომი მალე არ დამთვარდება და ნებისმიერ შემთხვევაში სხვა რეალობაში ვართ მთელი მსოფლიო. ამ ახალ რეალობაში რა რისკების და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო?

- გვაქვს სასურსათო უსაფრთხოება საერთოდ? ხორბლის რა მარაგი გვაქვს, როცა ორი ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა ომშია ჩაბმული; ლამის ყველა საკვები პროდუქტი რომ რუსეთიდან შემოდის, ვინმე მუშაობს ალტერნატივებზე?

- სანქციების და კრიზისების გათვალისწინებით რუსეთიდან ფულადი გზავნილების მიღებას შევძლებთ? საუბარია რუსეთში მომუშავე ემიგრანტების გადმორიცხვებზე;

- რა გავლენა ექნება რუსეთზე დაკისრებულ სანქციებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე?
- სომხებთან ერთად ვრჩებით რუსეთის მხარდამჭერებად, თუ რაღაც დროს მაინც შევუერთდებით სანქციებს? როდის და რა პირობებში დადგება ეს დრო?
- უკრაინამ რომ გააქტიურა ევროკავშირში შესვლის მოთხოვნა, საქართველო რას შვება ამ დროს, რა პოზიცია აქვს?
- რას ვაკეთებთ უკრაინიდან და რუსეთიდან დაბრუნების მოსურნე ქართველი ემიგრანტებისთვის?
- ვაპირებთ უკრაინელი ლტოლვილების მიღებას? სად, როგორ, რამდენის?

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უამრავი შეკითხვის, რომელიც მუდმივად მიტრიალებს თავში და პასუხები არ არის. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, მაგრამ ჩვენთან მედიუმიც კი არ არის წყნარად სასაუბროდ. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩასაფრებულია ყველა ჟურნალისტი და მოქალაქე, ვინც კითხვას სვამს; მეორე პრობლემაა, რომ არ იციან პასუხები, ალბათ არც ფიქრობენ და შეჰყურებენ ბიძინას და ვინმეს.

ამიტომ ექსპერტები უნდა დასხდნენ და ისაუბრონ, ოღონდ უნდა მოემზადონ ჯერ და ჟურნალისტებმა 40 წამში ერთხელ არ უნდა აწყვეტინონ და დააცადონ მსჯელობა. (საერთოდ რატომ ჰგონიათ ქართველ ტელევიზონშიკებს, რომ პიში უნდა ეცე წუთში ერთხელ რესპოდენტს და მაშინ ხარ კარგი ჟურნალისტი?)
მოკლედ, ბლოგები და სტატიები მაინც წერეთ, ხალხო, წავიკითხავთ. მსჯელობა ჩვენ მაინც უნდა დავიწყოთ", - წერს პატარაია.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვლის ღამე უკრაინაში მძიმე იყო. რუსმა აგრესორებმა რამდენიმე ქალაქზე ერთდროულად მიიტანეს იერიში, მათ შორის დედაქალაქ კიევზეც. ოკუპანტები ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობასაც. სამხედრო ინტერვენციის შედეგად, დაღუპულიაათეულობით მშვიდობიანი მოსახლე და სამხედრო მოსამსახურეები.

უკრაინული მხარის ცნობით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო პირია ლიკვიდირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა