თეგებით ძიება

"ზელენსკი დღევანდელი სამყაროს მთავარი გმირია" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მქვეყანაში მიმდინარე ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსეთის მთავარი გათვლა იყო იმაზე, რომ პირველი დარტყმით გამოწვეული შოკის შემდეგ გარკვეულ ქალაქებში მოახერხებდა კოლაბორაციული კერების შექმნას და მცირე სისხლით წინსვლას.

ამის ნაცვლად მიიღო ვითარება, როდესაც უკრაინული არმია და ხალხი ერთიანია და იბრძვის ყველა ქალაქისა, თუ სოფლისთვის.
ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება მრავალმილიონიანი, დიდ ფართობზე გადაჭიმული ქვეყნის ოკუპაცია და მითუმეტეს გაკონტროლება.
უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ ბლიცკრიგი ჩაიშალა.

ახლა რუსეთს სამხედრო ამოცანის შესრულება შეუძლია მხოლოდ დიდი მსხვერპლით, რის შედეგადაც ის ყველა შემთხვევაში წაგებულია პოლიტიკური და ისტორიული გაგებით.

ზელენსკი, რომელიც გახდა ამ უპრეცედენტო ერთიანობის, მხნეობის და სიმამაცის სიმბოლო დღევანდელი სამყაროს მთავარი გმირია.
როდესაც ასეთი ადამიანი ამბობს, რომ ქართველი ხალხი უკეთესია, ვიდრე მისი მთავრობა, ერთის მხრივ მეამაყება, მეორე მხრივ კი მრცხვენია…", - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა