თეგებით ძიება

"უკრაინა ომშია!...საქართველოში გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა!" - გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს საგანგებო მდგომარეობის გამოცხდაებისკენ მოუწოდებს:

"უკრაინა ომშია! ის იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც!
რა უნდა გააკეთოს საქართველომ?
შენ, საქართველოს მოქალაქევ:
ბოიკოტი გამოუცხადე ყველაფერ რუსულს!
ეკლესია:
აღიარე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია!
მთავრობა:
სჯობს, ხმა არ ამოიღოთ, რომ კიდევ უფრო არ დააზიანოთ ქვეყანა!
პოლიტიკოსები:
გაერთიანდით და დადეთ კონკრეტული შედეგი. ხალხი დაიღალა თქვენი ბნელიტური გამოხტომებით. დიახ, უნდა აირჩიოთ ერთი და ნამდვილი ლიდერი!
პრეზიდენტი:
გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა!", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა