"ან ჩვენ ეხლა ვიმოქმედებთ ან ჩვენ ვართ რუსეთი" - ელენე ხოშტარია
პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია უკრაინის საელჩოსთან მივიდა.
"ან ჩვენ ეხლა ვიმოქმედებთ ან ჩვენ ვართ რუსეთი და არავის არ ეგონოს, რომ პასუხისმგებლობა იქნება მხოლოდ რუსულ ოცნებაზე, ან ჩვენ ამოვიღებთ ხმას, ან ვეგუებით იმას, რომ ჩვენ ვართ რუსეთი", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.