თეგებით ძიება

"აფხაზეთში დიდი შეჯახებები იქნება რუსის ჯარსა და..." - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია

ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი წინასწარმეტყველებები ვრცელდება, რომელიც საქართველოსაც ეხება.

"მცირე ამონარიდები ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან
- მათთვის, ვისაც სჯერა და მათთვისაც, ვისაც „არ სჯერავს“ (მავან ძალიან გონიერთა და წიგნიერთა სტილი დაცულია )

2009 წელი, 14 ივნისი
რუსეთს საბოლოოდ აგრესორის სახელი ედებათ და ისინი ამას ვერ წაშლიან.
ვხედავ, მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება მათ, ვინაიდან რუსეთი თავხედურად ცდილობს ზეწოლას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და ასევე სხვა ევროპულ სახელმწიფოებზეც.

არც გერმანიას მოერიდებიან. პირდაპირ განაცხადებენ, რომ ბერლინის კედელს ისევ ააშენებენ და არც არაფრის ეშინიათ, ევროპის აზრი არც აინტერესებთ.
ეს იქნება დიდი შოკი ევროპისთვის. ევროპას უცებ დაავიწყდება საყვარელი სიტყვები: „მოლაპარაკებები“, „დიალოგი და მხოლოდ დიალოგი“, და იწყებს სანქციების გამოყენებას, რომლებიც ყველა პოლიტიკურ ზღვარს ცდება. აი აქ კი მართლა შეშინდება რუსეთის მთავრობა.

ევროპამ რუსების მიმართ სანქციები ბოლომდე არ გამოიყენა, როცა ეს უკანასკნელი საქართველოში შემოიჭრა. ჰოდა, იმის ხედვა, რასაც რუსეთი მომავალში მოუწყობს ევროპელებს და შესაბამისად, ევროპის პასუხიც, რომელიც რუსულ პოლიტიკას დიდ დარტყმას მიაყენებს, ძალიან მსიამოვნებს.

საქართველოზე მილები მაინც გაივლის. ამას ოცდახუთი წელია, ვწინასწარმეტყველებ, იმიტომ, რომ ეს საქართველოს გადარჩენის გზა და დიდი დაცვითი სახეა საუკუნეების განმავლობაში. „აბრეშუმის გზა“ გადიოდა საქართველოზე და ყოველთვის ასე იქნება.

საქართველო იბრძოდა წარსულში, იბრძვის დღესაც, იბრძოლებს მომავალშიც! მთავარი ის არის, რომ საქართველო გადარჩა და გადარჩება ყოველთვის. ასეთია ბედი ჩვენი – ქართველთა. ძალიან შორ მომავალშიც დაკარგავს საქართველო მიწებს, იქნება დიდი ბრძოლები, მაგრამ დაკარგულ ტერიტორიებს უკან დაიბრუნებენ ქართველები – არავის არაფერს დაუთმობენ. როდის მოხდება ეს – 24-ე, 25-ე თუ 26-ე საუკუნეში, დროს ვერ ვხედავ, მაგრამ ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით.

დღეს კი, რასაც რუსეთი ცდილობს — ომი და წართმევა აფხაზეთ-სამაჩაბლოსი — ვიმეორებ ასჯერ დანახულს: არ გამოვა! ვერ ეღირსებიან, რაც უნდა მოიმოქმედონ!

აი მომავალში კი რუსებს თავად მოუწევთ საკუთარი მოსახლეობის დაცვა საკუთარსავე სახლში, ანუ რუსეთში. 1992 წელს აღვნიშნე, რომ სისხლი, რომელიც რუსებმა საქართველოში დაღვარეს, საკუთარ სახლში ტაიფუნად გადაექცევათ-მეთქი. არაფერს შეარჩენს კოსმოსი არც რუსებს და არც ქართველ შადიმანებს.
ვიმეორებ: აფხაზეთში დიდი შეჯახებები იქნება რუსის ჯარსა და პარტიზანებს შორის. ვხედავ ტერორისტულ აქტებს, ყველგან ყველაფერი ფეთქდება. დღე არ გავა, რომ რომელიმე თანამდებობის პირი არ მოკლან. ქართველებს კი აბრალებენ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებენ. აფხაზეთში ისეთი არეულობაა, რომ ნათლად ჩანს, ციხე შიგნიდან ტყდება. თუმცა, ვხედავ, რომ არც ქართველები აკლებენ ხელს. მაგრამ, ვინ უნდა გაამტყუნოს საქართველო, რომელიც ცდილობს, საკუთარი ტერიტორიები ბრძოლით მოიპოვოს და დაიცვას კიდეც?!

და ასრულდება 1992-1993 წლებში წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „საქართველო იბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. შევალთ ომით და დავარქმევთ მშვიდობას!“.

დღეს უკვე რეალობაა, რომ მცირე ომი, ასე რომ ვთქვათ, მაინც იქნება; ომი, რომელსაც მხარს დაუჭერს ევროპა და ამერიკაც. ეს მათ დიდ ინტერესებშიც შედის, ვხედავ.

ასე რომ, რუსეთს ბევრ ქვეყანასთან ექნება დიდი გარჩევები ტერიტორიებთან დაკავშირებით. დიახ, წართმეულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ შეიერთეს და დაარქვეს რუსეთი. 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ იაპონია კურილის კუნძულებს მოსთხოვს რუსეთს, რომელიც კანონით იაპონიისა და არა რუსეთისა. მაშინ აღვნიშნე, რომ იაპონია არაფრით არ დაიხევს უკან. დიახ, თუნდაც ომით, მაგრამ იაპონია მაინც დაიბრუნებს წართმეულ მიწებს.

ერთი სიტყვით, რუსეთს წინ დიდი ომები ელის ტერიტორიებთან დაკავშირებით. სხვის მიწებს იპყრობენ და საკუთარს კი კარგავენ. კოსმოსი სჯის მათ და ამას ყველა იხილავს.

მთავარი: თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და ანგარიშს არ გაუწევს ევროპას, ვხედავ, მას ევროპიდან გამოაგდებენ; დიახ, ხმის უფლებასაც ჩამოართმევენ და გამოაგდებენ კიდეც. ევროპა და ამერიკა ძალიან მალე დაიღლებიან რუსეთის კაპრიზებით. აი მაშინ იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები.
„დიდი რუსეთი“ მაშინ იყო ძლიერი, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი და დედაქალაქი მასში შემავალი ყველა ქვეყნისა იყო მოსკოვი. აი ამად ხმარობს რუსეთი ყველა ხერხს, რათა აღადგინოს საბჭოთა კავშირი, მაგრამ არაფერი გამოუვა, არაფერი!

ყოფილი საბჭოთა ქვეყნები უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევენ მას. „ესენგე“ რუსეთისთვის ატომური ბომბია და თუ აფეთქდა, მტრის კარს! ეს დროც ახლოსაა, როცა ყველაფერი დაიშლება.

საქართველო კი ერთიანდება და ძლიერდება. ვიმეორებ ასჯერ დანახულს: თბილისი ხდება დედაქალაქი გაერთიანებული კავკასიისა. რუსეთმა კავკასია დაკარგა და ვერასდროს დაიპყრობს.

ვხედავ, მომავალში ირანში დიდი არეულობები მოხდება. ირანის პრეზიდენტს სერიოზული ოპოზიცია ჰყავს. იქნება დიდი დაპირისპირებები, რაზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდება, და ბოლოს ოპოზიცია გაიმარჯვებს. მაგრამ ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, რაც ირანის პრეზიდენტი უდიდეს შეცდომებს დაუშვებს. პირველი დიდი შეცდომაა კონტაქტი რუსეთთან, რაც კრახამდე მიიყვანს ირანის ისედაც დაძაბულ პოლიტიკას და მესამე მსოფლიო ომიც თითქოს აქედან იწყება. ასე ფიქრობს მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა.

ყველაფერი ისევ ირანთან მოიყრის თავს. იგივე მეორდება, რაც წარსულში იყო. ირანის პრეზიდენტი იგივე კურსით მიდის, ისევ რუსეთი – თავისი თამაშებით, ისევ ღიზიანდება ამერიკა და ახალი პრეზიდენტი განაგრძობს წინა პრეზიდენტის მიერ დაწყებულ პოლიტიკას. ახალმა პრეზიდენტმა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერაფერი შეცვალა. პირიქით, „იგი უფრო მძიმე პოლიტიკას ატარებს, ვიდრე მისი წინამორბედი“, – განაცხადებენ მუსლიმები.

მოკლედ, ყველაფერი ისევ აირევა, თუმცა, დაწყობილი ურთიერთობები არც ყოფილა. ბევრი რამ მოხდება, მაგრამ მსოფლიო კიდევ ერთ ომს ვერ აიცილებს!
ვხედავ, რუსეთს ძალიან უჭირს ეკონომიკაში. არ იმჩნევენ, მაგრამ როდემდე? ვხედავ, მთელი მოსკოვის მოსახლეობა გარეთ გამოდის და დიდ მიტინგს ატარებს ერთი მოთხოვნით: გამოიცვალოს მთავრობა.

ამაზეა ნათქვამი, ნუ უთხრი ორმოს სხვას, თორემ თვითონ აღმოჩნდებიო შიგ. რაც საქართველოში გააკეთეს, ზუსტად ის სცენარი განმეორდება რუსეთში და ეს ყველაფერი მოდის კოსმოსიდან. მოვლენები ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში არსებულს.

მინდა აღვნიშნო, უკრაინაში ქალი პრეზიდენტი ვერ გახდება, მითუმეტეს, რომ იგი რუსულ პოლიტიკას ატარებს! ეს კი ამ ქალბატონის პოლიტიკის დასასრულია. დიახ, მიბაძო მარგარეტ ტეტჩერს, ძალიან რთულია. საერთოდ, ოცნებაც არ ღირს ამაზე, იმიტომ, რომ ვერასდროს გაიმეორებთ ამ ნიჭიერი ქალის პოლიტიკას.

რუსეთი იმდენს იზამს, რომ უკრაინასთან ომი გარდაუვალი იქნება. ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. ფრთხილად! რუსეთი, ვხედავ, აქაც წააგებს! უკრაინა რუსეთისთვის დაკარგულია. ამინ!

2009 წელი, 16 ივნისი
ვხედავ, ევროპა და ამერიკა მიდიან დასკვნამდე, რომ რამდენადაც უთმობენ რუსეთს, იმდენად უარყოფით პასუხებს ღებულობენ და ამიტომ საჭიროა ხისტი პოლიტიკის გატარება – არავითარი დათმობა!

მით უმეტეს, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა, ვხედავ, არაფრის მომცემია. მათი პოლიტიკური შეხედულებები არცერთ საკითხში არ ემთხვევა. პირიქით, რუსეთის ტონი უხეში და კატეგორიულია და ბოლოს მუქარაც, რაც წყობიდან გამოიყვანს ამერიკის პრეზიდენტს. თუმცა არ შეიმჩნევს, მაგრამ ამერიკელი პრეზიდენტი იგივე ტონით შეუბრუნებს პასუხს რუს პრეზიდენტს, არაფერს დაუთმობს, არც იგი დააკლებს მუქარას. აშკარად ვხედავ, უპირატესობა ამერიკის პრეზიდენტის მხარეზეა.

მთავარი ის არის, რომ ეს შეხვედრა რუსებს გამოაფხიზლებს, მიახვედრებს, რომ მათი საქციელი რწყილის კბენას ჰგავს და სჯობს, ტონი შეცვალონ!
ბევრი რამ ამოტივტივდება, განსაკუთრებით, კავკასიისა და საქაღთველოს საკითხი (რომელიც ტერიტორიებს იბრუნებს, რადგან მთელი მსოფლიო საქართველოს მხარეზეა და არასდროს ცნობენ არარსებულ აფხაზურ და ვითომ სამხრეთ ოსურ სახელმწიფოებს) და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
ასე რომ, რუსეთის მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს. ამერიკა არცერთ შემთხვევაში არ დათმობს საქართველოს. ამ ბრძოლას ყველა თავისებურად აფასებს, მაგრამ მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიწა არასდროს გახდება.

რუსეთის პოლიტიკამ საქართველოს სიკეთე არ მოუტანა და არც მოუტანს. ამას ისტორიაც ამტკიცებს. არსებობს უამრავი ფაქტი და ეს ყველამ იცის! რუსეთი ვეღარ მოიპოვებს ქართველთა ნდობას. რუსეთის ბატონობა დამთავრდა. მათი გავლენა საქართველოში, ვხედავ, ნულის ტოლია.

ვხედავ, მომავალში არც ბელორუსი დაუთმობს რუსეთს. იგი წარმოუდგენელ წინააღმდეგობას გაუწევს კრემლს. ისინი რუსებს აღარ ენდობიან, თუმცა, ვხედავ, არც არასდროს ენდობოდნენ. ბელორუსი რუსეთს არ გაატარებინებს თავის პოლიტიკას.

რუსები ცდილობენ, როგორც ეს მათ პოლიტიკას ახასიათებს, ბელარუსის პრეზიდენტი გადააყენონ და იწყებენ ავანტიურებს. ერთი და იგივე გეგმაა საქართველოსთან, უკრაინასთან და ახლა ბელორუსიასთან მიმართებაშიც, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

მთავარი ის არის, რომ ყველა ხვდება, რუსეთის პოლიტიკა ჩიხშია მომწყვდეული და თვითონ არიან გადასარჩენები. აქ ევროპისა და ამერიკის ხელი ურევია, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერი რუსული პოლიტიკის ბრალია.

ვხედავ, ამერიკა უფრო აქტიურ პოლიტიკას ატარებს საქართველოში, რაც რუსეთის აგრესიის გაგრძელებას აღკვეთს. და მთავარი: ისინი ძალიან მკაცრად მოსთხოვენ რუსეთს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების შესრულებას. რუსეთს ისეთ ბლოკადას მოუწყობენ ევროპა და ამერიკა, რომ „რუსები იძულებულნი გახდებიან დათმონ საქართველოს საზღვრები“. ეს სიტყვები 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და ახლო მომავალში ასი პროცენტით ასრულდება.

ქართულმა შიდაპოლიტიკამ რუსეთს იმედები გაუცრუა. ვხედავ, რომ გეგმა, დაემხოთ საქართველოს მთავრობა, არ გამოუვიდათ.
ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს კოსმოსი და ასევე დრო წყვეტს და არა ადამიანები. „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.

წინასწარმეტყველება ასრულდება! ვხედავ, მოდიან მეცნიერები და ყველაფერი შეიცვლება სწორედ ხალხის სასიკეთოდ. მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და მერწმუნეთ, საქართველო გადარჩება იმ ჯოჯოხეთს, რაც მალე მოეხვევა თავს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი რუსეთს.

სრულდება 1992-1995 წლებში დაწერილი წინასწარმეტყველებები. ვიმეორებ: ყველა და ყველაფერი აღსდგება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ვხედავ დიდ ომს არა საქართველოში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. რუსებს საკუთარი მიწები აქვთ დასაცავი.
მოკლედ, ვხედავ, ყველაფერი აირევა და ეს რუსული არასწორი პოლიტიკის ნაყოფია...

ვხედავ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შემოყრილი რუსეთის „ძლევამოსილი“ არმია ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში გარბის საკუთარი მიწების დასაცავად. მერე კი გზას განაგრძობს კურილის კუნძულების დასაცავად. აქ იაპონია იწყებს დიდ პოლიტიკურ თამაშს. „საკუთარი მიწების დაბრუნება თუნდაც ომის ფასად!“ – აი მათი დევიზი. დიახ, თუნდაც ომის ფასად!

ვხედავ, იაპონია დაიბრუნებს მომავალში კურილის კუნძულებს ასი პროცენტით. მათ არც ჩინეთი ჩამორჩება და არც მონღოლეთი. იწყება დიდი ტერიტორიული ომები, რომლებიც კარგა ხანს გაგრძელდება. ჩრდილოეთ კავკასიაზე აღარც ვლაპარაკობ.

მალე ამოტივტივდება რუსული შეიარაღების სუსტი მხარეები. რუსები მხოლოდ პატარა ქვეყნებთან იყვნენ მაგრები. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს, ქართულ არმიას რომ ჰქონოდა სრული შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსებიც, იქით შევუცვივდებოდით რუსებს მოსკოვში.
პატარა საქართველომ, ქართველებო, დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ არმიას. ეს ბრძოლა დაღუპულმა ქართველმა მებრძოლებმა მოიგეს. დიდება და პატივი უნდა მიაგოს მათ ყოველთვის მთელმა საქართველომ. ეს ომი მსოფლიო ისტორიაში ჩაიწერება, როგორც რუსული არმიის სამარცხვინო ომი პატარა საქართველოსთან, რომელიც რუსეთმა პოლიტიკურადაც წააგო და მთელი მსოფლიოც დაიპირისპირა; ისეთ ჩიხში მოემწყვდა, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვს მხოლოდ – ეს არის საქართველოს ტერიტორიების დატოვება. ეს დროც ახლოსაა, როცა რუსეთი სამუდამოდ გავა საქართველოდან!

ვიმეორებ ასჯერ დანახულს: „რუსეთი დატოვებს საქართველოს საზღვრებს!“ და ეს ასეც მოხდება, ვინაიდან წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება ასი პროცენტით და ვერავითარი მიწიერი ძალა ამას ხელს ვერ შეუშლის.

და მთავარი: რუსეთი ვერც უკრაინასთან დააწყობს ურთიერთობებს. დიდი შეჯახებები იქნება და უკრაინა უკან არ დაიხევს. აი, ნახავთ!", - წერს კაკულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა