„ქვეყნის მთავრობის საქციელი და მსახიობის საქციელი ერთი და იგივე სიმძიმისაა?“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის შესახებ წერს, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ბანერების თემას სახელისუფლებო პროპაგანდა 2008 წელს ზელენსკის და მისი მეგობრების მიერ გაკეთებული იუმორისტული სკეჩით აპრავებს, სადაც ომის თემაზე დაგვცინიან.
ის სკეჩი ნამდვილად არის უზნეობა, ამას წყალი არ გაუვა. სკეჩი არამხოლოდ მორალურადაა მძიმე, არამედ პოლიტიკურადაც, რადგან პირდაპირ რუსეთის პროპაგანდას იმეორებს, რომ ქართულ მხარეს ამერიკელები მართავდნენ და მათ აიძულეს ომი (ანუ იგივეს, რასაც დღეს ამბობს "ოცნება").
მაგრამ ვინ იყო ზელენსკი მაშინ? ერთი კომიკოსი. როგორ შეედრება ერთმანეთს კომიკოსის სკეჩი (რომელიც მაშინ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა) და ქვეყნის მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი კამპანია?
საქართველოში რომ ეს ბანერები, რომელიმე კომიკოსს გამოეფინა, მასაც გავაკრიტიკებდით, მაგრამ ეს ქვეყნის ოფოციალური პოზიცია ხომ არ იქნებოდა და ყველას ხომ არ შეგვრცხვებოდა მის მაგივრად? ქვეყნის მთავრობის საქციელი და მსახიობის საქციელი ერთი და იგივე სიმძიმისაა? - წერს მერაბ მეტრეველი.