"ბევრს მოგზაურობენ და შორენას ხშირად ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით" - ვინ არის ქართველი "იდუმალი ბიზნესმენი", რომელზეც შორენა ბეგაშვილია შეყვარებული?
სოციალურ ქსელში გავრცელდა პაპარაცული ფოტო, სადაც ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად ჩანს.
წელიწადზე მეტია, რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული.
Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
წყარო გვიყვება, რომ წყვილს შორის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემაა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არიან, ძველებურად შეყვარებულები რჩებიან, ბევრს მოგზაურობენ და საყვარელი მამაკაცი შორენას ხშირად ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით.
ბეგაშვილს გავრცელებულ ფოტოზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 65 წლის ბიზნესმენისა და 42 წლის მსახიობის ცხოვრებაზე ბოლო დროს თბილისში ბევრს ჭორაობენ.
ხოტა ხნის წინ, შორენა წერდა, რომ ერთ-ერთ ვიდეოზე, სადაც მისი სახლი ჩანს, კომენტარების შინაარსმა გაოგნებული დატოვა:
"კომენტარები ჩამიგდეს ამ ვიდეოდან, რა გჭირთ ხალხო, დამშვიდდით, დედისტოლა ქალები ხართ, დაოკდით.! კაცუნებზე არაფერს ვამბობ, პირველად ვნახე, ადამიანს სახლის მილოცვაზე უწერდნენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიო. ჩემო კარგებო, მე ჩემი ჯოჯოხეთი გამოვიარე. მაგით ვერ შემაშინებთ, სხვა დანარჩენები - ჩემზე კარგები და პატიოსნები რომ ხართ, მე ნუ მაბრალებთ თქვენ დამპალ ცხოვრებას", - წერდა შორენა სოციალურ ქსელში.