თეგებით ძიება

"მოხალისეს ხელს უშლი, ეს უკვე არის განაცხადი, ვის მხარეს ხარ ამ ომში" - თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს:

"2 დიდი შეცდომა დღევანდელი დისკუსიებიდან:
1. დღეს თუ საქართველოსთვის ევროკავშიროს ფანჯარა გაიღო არავის ხარჯზე არ იქნება ეს. არანაკლები სისხლი დაღვარა საქართველომ თავისუფლებისთვის ევროკავშირის და ნატოს დროშით ხელში. თბილისში, აფხაზეთში, ცხინვალში, ავღანეთში …

იმიტომ რომ დღეს უსუსური, მშიშარა და არადექვატური პრემიერი გვყავს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვიბრძოლია თავისუფლებისთვის, ჩვენ არ დავსჯილვართ თავისუფლებისთვის, ჩვენ არ გვიშრომია ამ შესალებლობისთვის.
ამიტომ მოვეშვათ ამ თვითგვემას!

2. მოხალისე სწორედ იმიტომაა მოხალისე რომ ნებით მიდის ომში და არავინ აგზავნის მას. აი შენ რომ მოხალისეს ხელს უშლი ეს უკვე არის განაცხადი ვის მხარეს ხარ ამ ომში", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. 28 თებერვალს კი ხელისუფლებამ საქართველოდან მოხალისეებს უკრაინაში წასვლის ნება არ დართო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა