თეგებით ძიება

"დიდი უმადურობა იქნება, რომ არ ვთქვა…" - რას წერს გია ხუხაშვილი პრემიერზე?

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი პრემიერ ღარიბაშვილს აკრიტიკებს და წერს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი სისხლით მოიპოვა.

"დიდი უმადურობა იქნება, რომ არ ვთქვა…
სრულიად ცხადია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა თავისი გმირობით, სისხლით მოიპოვა უკრაინელმა ხალხმა. ამის გარეშე, ჩვენ არა თუ ახლა, 2024 წელშიც უარს გვეტყოდნენ, ისე მივდივართ.

გამოდის ეს პრემიერად წოდებული სუბიექტი და ლამის საკუთარ წარმატებად გამოაცხადოს სხვისი დამსახურება. ამ მართლაც ისტორიულ დღეს არც მადლიერების, არც სოლიდარობის, არც თანადგომის, არც გამარჯვების სურვილის არც ერთი სიტყვა!

ამის ნაცვლად ლამის ნაცებად გამოაცხადეს გმირი ხალხის მთელი სარდლობა და თურმე ახლა მხოლოდ იმიტომ არ აგინებენ, რომ ომი მიდის…
უმადურო პრაგმანტუნებო…", - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა