თეგებით ძიება

"საშინელება ხდება უკრაინაში. მიმდინარეობს მასიური მაროდიორობა, ყაჩაღობა და მკვლელობები... არის სრული განუკითხაობა" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"როგორც მითხრეს საშინელება ხდება, მთელი უკრაინის მასშტაბით. გარდა იმ უბედურებისა, რასაც ვუცქერთ, მიმდინარეობს მასიური მოროდიორობა, ყაჩაღობა და მკვლელობები, დაძრწიან გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული ჯგუფები და არის სრული განუკითხაობა.

პ.ს. ეს არის მხოლოდ ინფორმაცია, თუ იქნება ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები, დაიბლოკება და კომენტარი წაიშლება.
მოროდიორობა ყველა ომის თანმდევი გვერდითი მოვლენაა, საქართველოს ახსოვს ეს", - წერს ჯაღმაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა