თეგებით ძიება

"სასწრაფოდ: უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსებისთვის. უნდა გართულდეს მოქალაქეობის მიღება და უძრავი ქონების შეძენა" - ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს.

"სასწრაფოდ, მინიმუმ: უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსებისთვის. უნდა გართულდეს მოქალაქეობის მიღება. უნდა გართულდეს უძრავი ქონების შეძენა – მინიმუმ მოთხოვნილ იქნას ფულის წარმომავლობის დადასტურება. დიდი მოძალებაა რუსების საქართველოსკენ. მოქალაქეები თვითონ ცდილობენ რაღაც გამოსავლების და ლოკალური ინციატივების მოფიქრებას. ეს ყველაფერი არაეფექტურია, თუ სახელმწიფომ არ იმოქმედა.

P.S. და საერთოდაც, უნდა შეიქმნას არასასურველი პერსონების სია, რომლებიც ვერასოდეს ვერ შემოვლენ საქართველოში. ყველა ქვეყანას აქვს ეგეთი სია", - წერს ნინო ჯანგირაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსების მიერ საქართველოში გადმოსვლა და უძრავი ქონების მოთხოვნა, გაიზარდა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა