თეგებით ძიება

"არ შეხვიდეთ შეცდომაში" - სასულიერო პირი ხარკოვიდან ჩვილების გაშვილებაზე

უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, ნექტარიოს მჭედლიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ხარკოვიდან 78 ჩვილს აშვილებენ.

"მეგობრებო გავრცელდა "ფეისბუქზე" ქართველი ადამიანის სტატუსი თითქოს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი და მსურველებს თურმე აფიქსირებს საქართველოდან. უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილება, ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ, არ შეხვიდეთ შეცდომაში ჯერ უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს ომში ბავშვები გააშვილონ", - წერს მჭედლიძე.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსმა, გიორგი არველაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვიდან 78 ობოლი ბავშვი გამოიყვანეს.

"არ იციან რა უყონ. თუ ვინმეს გინდათ შვილება, ან დახმარება გამაგებინეთ გთხოვთ. მარტო თქვენი მზადყოფნა არ ეყოფა, მაგრამ რომ ვიცოდე ვინ არის მზად, მერე რამეს ვცდით,“ - წერდა არველაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა