თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობამ" 1,5 მლნ დოლარი გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს" - თამთა მეგრელიშვილი

საჯარო სამართლის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

""ნაციონალური მოძრაობა" მილიონ-ნახევარ დოლარს იხდის უცხოელ ლობისტებთან რათა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სანქციებსა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე გახდეს დამოკიდებული.
მილიონ-ნახევარ დოლარად ნაყიდი ქვეყნის ღალატი ემსახურება მიზანს, სტატუსის მინიჭება არ მოხდეს "ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში.
"ნაციონალური მოძრაობის" ვიწრო პოლიტიკური ხედვა აზიანებს ქვეყანას.
2008 წლის ომამდე გაყიდული ომის შემდეგ
დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხს ყიდიან.
მილიონ-ნახევრად ყიდიან!
ამ მოღალატეობრივი პროექტის დაფინანსებას დავით კეზერაშვილთან ერთად კობა ნაყოფიაც აპირებს.
მოღალატე ყველგან და ყველაფერში მაინც მოღალატედ რჩება, ასეა ეს", - წერს მეგრელიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა