თეგებით ძიება

"სასიხარულო ამბავი! ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი დაიბადა" - რა დაარქვეს ახალშობილს?

პოეტი, მზატვარი თინათინ მღვდლიაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილიშვილი დაიბადა.

"სასიხარულო ამბავი! ამ ურთულეს დღეებში, ამ ქარბუქში, სასიხარულო ამბავი მინდა გამცნოთ. პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, გიორგი გამსახურდიას და ანი აბულაძის შვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია! ქართველებო, მივულოცოთ გიორგის და ანის ეს დიდი სიხარული და ბედნიერება. პაწია გოგონას სახელმა არ გაგაკვირვოთ, ამ სახელს თავისი ლამაზი ისტორია აქვს.

ჩვენი პრინცესა 6 მარტს 2 თვის გახდება. გილოცავთ, გამსახურდიებო! გამრავლდით, იხარეთ, ჩემო ძვირფასებო! თქვენ ამას იმსახურებთ! თინათინ მღვდლიაშვილი

ვიცი, რომ სახელმა გაგაკვირვათ. გიორგიმ იმ ჩეჩენი ქალბატონის სახელი დაარქვა პაწია გოგოს, ვინც დედობას უწევდა გროზნოში, ანუ დედობილის სახელი.
ასე მოევლინა სამყაროს ხედა გამსახურდია", - წერს მღვდლიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა