თეგებით ძიება

"ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ ბორჯომის გაყიდვას... სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ ბორჯომის ნაციონალიზაცია" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ბორჯომის გაყიდვის აკრძალვის საკითხს ეხმაურება და წერს, რომ სასწრაფოდ უნდა ბორჯომის ნაციონალიზაცია.

"როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს.

საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან ბორჯომი არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი.

შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ.
ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ ბორჯომის ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. ამისთვის ყველა არგუმენტი და ინსტრუმენტი გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს. თუ არ იციან, ჩვენ ვასწავლით", - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა