თეგებით ძიება

"კიდევ ერთი ქართველი შეეწირა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას... დღეს დავკრძალეთ" - რას წერს გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში რუსული აგრესიის მსხვერპლ ქართველ კაცზე წერს:

"სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართველი შეეწირა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას.
დღეს უკრაინაში დავკრძალეთ 37 წლის ასლან ბოლქვაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცივილიზებულ სამყაროს, რომ აიძლუს რუსეთი შეწყვიტოს დანაშაულებრივი ომი უკრაინაში", - წერს გიორგი ვაშაძე.

ასლანე ბოლქვაძე კიევში, ბოლო 10 წელის განმავლობაში ცხოვრობდა. ის რუსული სამხედრო ინტერვენციის სედეგად დაიჭრა. ჩაუტარდა 2 ოპერაცია, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა