თეგებით ძიება

"დავუშვათ, რუსეთისგან "დევნილი" 15.000-20.000 ლტოლვილი შევიფარეთ და დასახლდნენ ფოთში. ... ნელი მოქმედების ბომბს ვერ ხედავთ?" - სანდრო რაჩკოვსკი

ტელეწამყვანი, სანდრო რაჩკოვსკი რუსულ პოლიტიკაზე და "დევნილი" რუსების საქართველოში შეფარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე სოციალურ ქსელში წერს:

"ზედმეტად გულმოწყალე და მოკლე მეხსიერების ხალხისთვის:
რუსეთის მხრიდან დონბასისა და ლუგანსკის აღიარების ოფიციალური მიზეზი რა არის ხო გახსოვთ? - "ამ ტერიტორიაზე მეტად კონცენტრირებული არიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც თავიანთი კულტურა და ცხოვრების წესი აქვთ. რუსეთი იცავს მათ ინტერესებს და თვლის რომ არ უნდა იყვნენ იმ მარწუხებში რომელშიც უკრაინის უზურპატორი მთავრობა აყენებს მათ".

დავუშვათ რუსეთისგან "დევნილი" 15.000-20.000 ლტოლვილი შევიფარეთ და პირობითად ვთქვათ დასახლდნენ ფოთში. (მომიწევს კიდევ დაწერა და ბარემ ოთხ ასოიანი ქალაქი იყოს).

ნელი მოქმედების ბომბს ვერ ხედავთ?
6-7 წელში (თუ მანამდე არ ჩამოიშალა ის დედამოტყნული გეოპოლიტიკური ერთეული) აუდიტივით რო მოგვდგება და აბა ბიჭებო რა დღეში გყავთ ჩვენი მოსახლეობა ფოთშიო, რას შვებით მერე? მერე მიდი და უხსენი რო ესენი შენგან გამოქცეულები არ იყვნენო.

ასე იყო აფხაზეთი-სამაჩაბლოზე, ჩეჩნეთში, ასეა დონბასში და ლუგანსკში.

ეს ხომ გავიარეთ. არ შეიძლება ასეთი გულუბრყვილობა. ეს არის რუსეთის ყველაზე ნაცადი და უტყუარი ხერხი.

ამ ნაცად მეთოდს რომ დავანებოთ თავი, ყველაზე დიდი ზიანი ვინც შეიძლება რუსეთს მიაყენოს და ცვლილებების ნაპერწკალი გააჩინოს, ისევ რუსები არიან. თუ საკუთარ ცხოვრებაზე, სითბოზე, ჯიბეზე და კუჭზე არ იგრძნობენ არასოდეს შეიცვლება არაფერი. ჩვენ თუ სასათბურე პირობები შევუქმენით აქ ხო ჩვენივე საქციელით ვაფერხებთ რეალური ცვლილების ინდიკატორს. ნებისმიერი სანქციის აზრი ხო ეგ არის რეალურად. სახელმწიფო დასუსტდეს, რადიკალურად იგრძნოს მოსახლეობამ და თვითონვე მოახდინოს ცვლილება", - წერს რაჩკოვსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი ფიქსირდება საქართველოს მიმართულებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა