თეგებით ძიება

"საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა აღდგა…" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტთან გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა აღდგა…", - წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პერზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ქალაქის მოსახლეობას მიმართა, მათ შორის იყო თბილისი. ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, სეკრებილ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა: "მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იყოს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება. ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით. მინდა აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა