თეგებით ძიება

"ვიფიქრე, გაქართველდა, მაგრამ ოქრუაშვილის და დანარჩენი მეტრ@კის გვერდში მდგომი პრეზიდენტი ვერ იქნება ჩემთვის საამაყო" - ემზარ კვიციანი

ყოფილი პარლამენტარი, ემზარ კვიციანი რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოებისადმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"არჩევნების დროს წალკაში ავედი ხმის მისაცემად მიუხედავად იმისა, რომ არ მწამდა ამ ქალბატონის. მიზეზი უამრავია! მაგრამ, როდესაც ჩემი ძმაკაცის პანაშვიდზე მოვიდა და შემდეგ კი გასვენებაშიც თიანეთში, მიუხედავად იმისა, რომ დამაიგნორა, ვიფიქრე, გაქართველდაო, მაგრამ ოქრუაშვილის და დანარჩენი მეტრ@კის გვერდში მდგომი საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება ჩემთვის საამაყო", - წერს ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პერზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ქალაქის მოსახლეობას მიმართა, მათ შორის იყო თბილისი. ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, სეკრებილ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა: "მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იყოს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება. ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით. მინდა აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა