თეგებით ძიება

"პუტინს თუ ყველა დიპლომატი გამოყავს, საბოლოოდ გაუფრენია და ღილაკისკენ მიიწევს"- ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა რუსეთ-უკრაინის ომს და პრეზიდენტ პუტინის ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"პუტინის გასაიდუმლოებული ბორტი მიფრინავს ვაშინგტონში...
1.ვარიანტი-დაზვერვის და დიპლომატების გაყვანა
2.ვარიანტი-მოლაპარაკებები
3.ეს ის შემთხვევაა, როცა მესამე ვარიანტი არაა...
ამასობაში ამ წუთებში, ისრაელი და გერმანია აწარმოებენ მოლაპარაკებებს..
ოღონდაც გააჩერეთ უკრაინის დაღუპვა!
დანარჩენს ეშველება.
..
P.S.თუ ყველა დიპლომატი გამოყავს, საბოლოოდ გაუფრენია და ღილაკისკენ მიიწევს", - წერს ლალი მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსულ სამხედრო ინტერვენციას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა