თეგებით ძიება

"სატვირთოზე მუშაობდა, დარჩა 2 შვილი" - ვინ არის აშშ-ში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ნიკოლაიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

"3 მარტს, ამერიკაში გარდაიცვალა 32 წლის გაგა ლაბაძე. გაგა სულ რამდენიმე თვის ჩამოსული იყო ამერიკაში, მუშაობდა სატვირთოზე და გარდაცვლილი იპოვნეს მანქანაში. დარჩა მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი საქართველოში. გადასვენებას უზრუნველყოფს საქართველოს საკონსულო. გთხოვთ, დავეხმაროთ ოჯახს ფინანსურად ვისაც რა შეგვიძლია. Zelle-თი შეგიძლიათ გადარიცხვა ოჯახის ახლობლის (და ჩემთვის სანდო) ადამიანის ნომერზე, რომელიც გადარიცხვის ფოტოს დადებს კომენტარებში. ასევე გთხოვთ გააზიაროთ პოსტი.

ტელ: 917-755-7562 თიკო ტყეშელაშვილი
უფალმა დაუმკვიდროს გაგას ცათა სასუფეველი", - წერს ნიკოლაიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა