თეგებით ძიება

"უკრაინის ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც" - დემნა გვასალია

"ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ აცხადებს, რომ მან აფხაზეთში განცდილი ტკივილი გაუღვიძა.

"უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამ არის რაც ყოველთვის შენში რჩება.

ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში.
შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობის და სიყვარულის გამარჯვებას!", - აცხადებს დემნა გვასალია.

დემნა ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუს დღეს გამართავს. დემნა შოუზე ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რის შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა