თეგებით ძიება

"იქნებ გონება გაეხსნას ვისაც ეს ეხება და აფხაზებს საქართველოს მოქალაქეობა შევთავაზოთ" - ნანა გეგჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ოკუპირებული აფხაზეთის საკითხს და ეთნიკურად აფხაზებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეთავაზების იდეით გამოდის.

"აფხაზეთის არაქართული მოსახლეობა შეჰნატრის იქაურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის გამო.
ქართული პასპორტით მთელს მსოფლიოში გზა ხსნილი გაქვთ, ჩვენ აფხაზეთს ვერასდროს გავცილდებით რუსული პასპორტებითო.
ამბები გალიდან.

P.S. იქნებ გონება გაეხსნას ვისაც ეს ეხება და აფხაზებს საქართველოს მოქალაქეობა შევთავაზოთ", - წერს გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა