თეგებით ძიება

"ეს ის უკრაინელი ჯარისკაცია, რომელმაც შეამჩნია რუსი, რომელიც 15 მეტრიდან მიმიზნებდა და გადამარჩინა" - ქართველი ოპერატორის ემოციური ისტორია

ტელეკომპანია "ფორმულას" ოპერატორი, გიორგი ჯიბღაშვილი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე თავს გადამხდარ ისტორიას სოციალურ ქსელში აზიარებს:

"ეს ის უკრაინელი ჯარისკაცია, რომელმაც შეამჩნია რუსი, რომელიც 15 მეტრიდან მიმიზნებდა და წამის მეასედში მკრა ხელი და აკოფში დამაწვინა და გადამარჩინა. შემდეკ კი 5 წუთის განმავლობაში როდესაც მთელი არმია გვესროდა ზურგს უკან მომყვებოდა და გამომიყვანა სამშვიდობოს. რის მერეც რამოდენიმე წუთში დაიბომბა ის ტერიტორია სადაც შეგვამჩნიეს. მიყვარხართ დედამიწაზე ყველა ერზე მეტად. თქვენ ხართ, გული და სული, რომელიც ჩემშია", - წერს ჯიბღაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რის შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა