თეგებით ძიება

"ეკონომიკური ურთიერთოებების მიღმა, არის ღირსება და სინდისი, რომელიც ფულზე უფრო მაღლა დგას... აქამდე უხარისხო რძე გვქონდა?!"- გოგა ჩანადირი რუსულ ფანდზე

ფოტოხელოვანი, სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი რუსეთის მიერ ქართულ რძის ნაწარმსა და სხვა პროდუქტებზე ეკონომიკური სანქციის მოხსნის საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ახლა რუსეთსაც ენდომება უკრაინასთან დაგვაპირისპიროს. ბაზრის უფრო ფართოდ გახსნას, ფრენების აღდგენასა და სხვა შეღავათებს შემოგვთავაზებს და ცალკე, გამოჩნდებიან პირები, რომლებიც რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენს ჩაბმას შეეცდებიან.

აქ არის ოქროს შუალედი მოსაძებნი.

და არ დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკური ურთიერთოებების მიღმა, არის ღირსება და სინდისი, რომელიც ფულზე უფრო მაღლა დგას, მით უფრო იმის ფულზე, რომელიც მუდმივად გაშანტაჟებს სანქციებით.

რა, აქამდე უხარისხო რძე გვქონდა და ახლა, 10 დღეში გამოვასწორეთ?
მესმის, რას ნიშნავს ქართული ნაწარმის ექაპორტი, მაგრამ არ მესმის ღირსებაზე გაყიდული საქართველო.
დამთავრდეს ომი და მერე ვიფიქროთ რუსეთში ექსპორტზე, მანამდე კი სხვა ბაზრების მოძიებაზე უფრო ქმედითები ვიყოთ.
არ შეიძლება რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება. ეს არის არასაიმედო, შანტაჟიან-სანქციებიანი ბაზარი და ყოველთვის, როცა ჩვენ გავრილოვების წინააღმდეგ ან თავისუფლებისთვის ხმას ამოვიღებთ, ისევ ჩაგვიკეტავს ცასაც, რძის ბაზარსაც, ენერგოწყაროებს და სხვა რამეებსაც", - გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა