თეგებით ძიება

"შუა თბილისში იდგა ორი ჰიპსტერა რუსი... ვეცი, პუტინიც, "როძინაც" და აქ მათი ჩამომთრევიც ცალ-ცალკე ვაგინე"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანი გაგუა თბილისში ჩამოსულ "რუს ლტოლვილებზე" წერს:

"დღეს შუა თბილისში იდგა ორი ჰიპსტერა რუსი ახალგაზრდა და ერთმანეთს ეთანხმებოდნენ იმაში, რომ პუტინი კი არ ევასებათ, მაგრამ როძინა ევასებათ, და ქართველებისაც ესმით, მაგრამ მთლად ისე არაა, როგორც იხატება სურათი, ბრიტანეთმა და ამერიკამ რა ზიანიც მიაყენეს სამყაროს სად მივა იმასთან პუტინი, მაგრამ ეხლა მთელმა სამყარომ პირი შეკრა რუსეთის წინააღმდეგ და ხალხი იძულებულია გაიქცეს. ერთმა აიო, მამაჩემს პუტინი მაგრა ევასებაო, პირადად გადასცა მედალიო და ბოლომდე აპრავებდაო, მარა ეხლა ვაორგანიზებ მაგათ ჩამოყვანას, იქ რანაირად იცხოვრებენო.

რუსი დაუქამინაუთებელი ქოცები, მოკლედ.
ჩამოენძრევა ეხა მამამისიც, დადგება ვაკის პარკში დახვრეტილების მემორიალთან და გააპრავებს პუტინს. ადგილობრივი 37 მანეთად ნაგულავები ბიძერებიც თავს დაუქნევენ თავიანთი დამტვრეული რუსულით.

ვიდექი მეც იქვე ჩემი უკრაინის დროშიანი პინით, ვაღრჭიალე კბილები და მერე ვეცი, პუტინიც, როძინაც, მაგათთვის ტვინის გამომრეცხავიც და აქ მათი ჩამომთრევიც ცალცალკე ვაგინე.

ჩვენი ხელისუფლება რომ ტრაკის გამნძრევი არაა, ალბათ უკიდურესმა ქოცმაც შეიგნო უკვე. ესენი რომ აქ ჩამოვლენ და თავისი რუსული სინაგლით იბლატავებენ, ეგეც ცხადია. ნებისმიერ დაპირისპირებას რომ ნაცების პროვოკაციად მონათლავენ და დაგვარბევენ, ეგეც ვიცით.
საზოგადოებაც ვერ შევჯერდით უკრაინელები უფრო ცოდოები არიან თუ პუტინს გამოქცეული რუსები.

ამდენი წელია ვერ გადავაწერეთ რუსეთს დიდი ძმის ნაცვლად დიდი მტრის სახელი. ისევ შინაურები არიან, მათი ენა ვიცით, მათი კულტურა გვევასება, რუსეთში ვართ ნაგულავები. და აი თავქარიანმა მიშამ რო ომი დაიწყო რა იმათი ბრალია. ეგ ომი რომ საქართველომ მოიგო, ამასაც არ ვაღიარებთ.
ამიტომაც იგებს ომს უკრაინა რუსეთთან. ჩვენზე მჭიდრო ნათესაური და კულტურული კავშირების მიუხედავად მტერს მტერს ეძახიან და სამშობლოს მარტო სადღეგრძელოებში არ ახსენებენ.

მე 2008 წლის შემდეგ აღარ ვყიდულობ რუსულ პროდუქტს.
არ ვლაპარაკობ რუსულად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი (პუტინ ხუილო არ ითვლება).
საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც დავდივარ ანტირუსული და ახლა უკვე პროუკრაინული სიმბოლიკით.
სადაც ხელი და ხმა მიმიწვდება, ყველგან ვამბობ რომ რუსეთს ჩემი ქვეყანა აქვს ოკუპირებული.
სადაც ასე მობლატავე რუსებს ვნახულობ, ყველას პირში ვაგინებ.

არ ვიცი რა უნდა ვქნათ და თუ ვინმეს რამე იდეა გაქვთ, ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივიზმის ფარგლებში, შემომაშველეთ თორე მართლა გავწვრთნი ძაღლს კილერად", - წერს ანი გაგუა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვისტოს ომის მერე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა