თეგებით ძიება

"მოსკოვში ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, "фуууу, грузинка"-ს და "вали в свою страну"-ს მეტი არაფერი მსმენია...აღარ მინდა რუსეთი, მინდა ნათელი მომავალი" - თამარ გამყრელიძე

პარტია "ევროპელი დემოკრატების" წერვის, მამუკა გამყრელიძის ქალიშვილი, თამარ გამყრელიძე რუსეთში გატარებულ წარსულ წლებს და მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"5 წლის ვხდებოდი როცა მოხდა ისე რომ ჩემი ოჯახი წავიდა რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში! სიტყვა არ ვიცოდი რუსულად, არ მესმოდა რას მეუბნებოდნენ, დედაჩემი მთელი პირველი კლასის განმავლობაში მეჯდა მერხზე გვერდით და მითარგმნიდა თითო სიტყვას. მეც გავიზარდე, ენაც ვისწავლე და მეგონა გავხდი იმ სოციუმის ნაწილი…მაგრამ არა! მთელი ჩემი სკოლის პერიოდი, უფროს კლასებამდე, ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, фуууу, грузинка-ს და черножопая, вали в свою страну-ს მეტი არაფერი მსმენია, მადლობა ჩემ ფსიქიკას, მადლობა ჩემს მშობლებს რომ ძალიან მამაცი გამზარდეს და ყოველთვის შემეძლო ჩემი თავის დაცვა! გავიდა წლები, შევიძინე მეგობრები ( არც ერთი რუსი მათ შორის არ ყოფილა!) ჩავაბარე უნივერსიტეტში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოგეხსენებათ უკულტურულესი ხალხი სწავლობდა და ნახევარ რუსულ ელიტას აქვს დამთავრებული. პირველი 2 კურსი არ გამჭირვებია, რადგან იქაც ქართველი მეგობრები ვიპოვე, სადაც არ უნდა წავსულიყავი თითქოს სამშობლოს ნაწილს ვეძებდი, შეიძლება ჩემშიც არის პრობლემა. მესამე კურსზე რომ ვიყავი დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და მე ხუთოსანი რომ ვიყავი 12 საგანში ჩამჭრეს, ჩემი კურსის ოსი ინსპექტორი კბილებით მიჭერდა რომ არ გავერიცხე, შევედი დეკანატში და დიდი პლაკატი იყო долой грузин и грузинское вино. გაგიკვირდებათ, და ჩემი პორველი სამიანი ქართველმა დამიწერა. გავიდა დრო და მე მაინც ავიღე დიპლომი, გადმოცემის დროს რექტორმა ყურში ბოდიში ჩამჩურჩულა და მე ეს არასოდეს დამავიწყდება! მე ეს ყველაფერი გამოვიარე, მე გამოვიარე პასპორტის სახეში მოგდება ბანკში ფულის დახურდავების დროს, მე გამოვიარე ხალხის შეურაცხყოფა, მე აღარ მინდა რუსეთი, მე აღარ მინდა ის მენტალობა, მე მინდა ნათელი მომავალი. სულ მაინტერესებს, რატომ არ გვეკითხებიან აზრს იმ ხალხს, ვინც ეს გამოიარა? მერე კი ვხვდები რატომაც, არავის უნდა სიმართლის მოსმენა!

P.S. უამრავი არაჩვეულებრივი საღად მოაზროვნე რუსი მეგობარი მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვუფრთხილდები! ღმერთო გაძლება ყველას, ვინც ოდნავ მაინც, ირიბადაც კი დაზარალდა ამ დესპოტური რეჟიმისგან!", - წერს თამარ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვისტოს ომის მერე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა