თეგებით ძიება

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო ადვილად დათმობს დასავლურ კურსს, ძალიან ცდება!" - ბაია პატარაია

საქმოქალაქო აქტივისტი, ბაია პატარაია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მაშ ასე, მეგობრებო, ევროსაბჭო ითხოვს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შეფასებას ევროკომისიისაგან, რათა გადაწყვიტოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ჩვენ, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქამდეც მუდმივად ვაფასებდით საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, მზად ვართ, მხარდამხარ ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მონაწილეობა მივიღოთ კითხვარის შევსებაში.

მთავრობისგან განსხვავებით, არასამთავრობო სექტორმა ერთხელ უკვე მოვსინჯეთ ჩვენი ძალები ამ საქმეში და სერბეთისთვის მიცემული კითხვარი შევავსეთ, ანუ გენერალური რეპეტიცია გავლილი გვაქვს და ვიცით, როგორ უნდა ამ დოკუმენტზე მუშაობა და ამ ცოდნას მოვახმართ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ევროკავშირი და ნატო აქაურობას!

თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო ადვილად დათმობს დასავლურ კურსს, ძალიან ცდება!", - წერს ბაია პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა