თეგებით ძიება

"25 000 რუსი შემოვიდა საქართველოში. ამაში ვინც პრობლემას ვერ ხედავს, ყველა პუტინის ჭუჭყია" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები შემოდინების საკითხს სოციალურ ქსელში წერს:

"ოფიციალური მომაცემებით 25 ათასი რუსი შემოვიდა ბოლო დღეებში საქართველოში.
ამაში ვინც პრობლემას ვერ ხედავს ყველა პუტინის ჭუჭყია.
ხმა ამოიღეთ ყველამ! მერე ძალიან გვიან არ იყოს.
პ.ს. საქართველო არ მოხვდა პუტინის არამეგობრული ქვეყნების სიაში", - წერს ვერა ქობალია.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვისტოს ომის მერე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა