თეგებით ძიება
08. 03. 2022 მსოფლიო

იანუკოვიჩმა ზელენსკის "მამაშვილურად" მოუწოდა - დანებდეს

უკრაინის ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "მამაშვლურად" მიმართავს დანებდეს.

დოკუმენტს ექსპრეზიდენტის ხელმოწერით რუსული მედია ავრცელებს.

"მინდა პრეზიდენტურად, და ცოტა მამობრივადაც მივმართო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

მე კარგად მესმის, რომ თქვენ გყავთ ბევრი "მრჩეველი", თუმცა პირადად თქვენ ვალდებული ხართ ნებისმიერი ფასით სისხლისღვრა გააჩეროთ და მიაღწიოთ მშვიდობიან შეთანხმებას. ამას თქვენგან ელოდებიან უკრაინაში, დონბასში და რუსეთშიც.

თქვენ, შესაძლოა ოცენობობთ გმირობაზე, თუმცა გმირობა საჩვენებელი არ არის. გმირობა იმაში არ მდგომარეობს, რომ ბოლო უკრაინელამდე იომო.

გმირობა არის თავგანწირვაში, ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე გამარჯვებაში.

თქვენი პირველივე დღიდან თქვენ პირობა დადეთ, რომ გააჩერებდით ომს უკრაინაში და მხოლოდ ამიტომ დაგიჭირათ მხარი მთელმა უკრაინამ. თქვენ შეგეძლოთ სამყაროს პრეზიდენტის გამხდარიყავით, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა," - წერია მიმართვაში, რომლის ტექსტიც რუსულ მედიაში ვრცელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა