თურქეთში საქალაქთაშორისო ავტობუსი გადაბრუნდა - არის მსხვერპლი
თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში საქალაქთაშორისო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაიღუპა და 30 დაშავდა. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით, რუსთავი 2 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალანია-ბურსას მარშრუტზე მიმავალი ავტობუსი სოფელ დერბენტთან გადაბრუნდა, რის შედეგადაც 56 წლის მგზავრი ნიჰატ იუჯელერი დაიღუპა.
ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მძღოლიც. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.