თეგებით ძიება

პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია ერთადერთი სწორი გზაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად - ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტის გეგმა ერთადერთი სწორი გზაა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. 

პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია ერთადერთი სწორი გზაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელიც ითვალისწინებს ლეგიტიმაციისა და კონსტიტუციური ფუნდამენტის შენარჩუნებას, რომელიც “ქართულ ოცნებასაც”კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ამ ინიციატივას. 

აქვე, დღეს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საერთო ოპოზიციური საკოორდინაციო და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შექმნის ინიციატივა (სახალხო პარლამენტი), რომელიც ახალ არჩევნებამდე მისასვლელ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და კოორდინირებულს გახდის, როგორც შიდა კომუნიკაციაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით". - წერს მამუკა ხაზარაძე. 

ც ობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ ლიდერებს ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა