თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუაზღვაში იყო და სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.
როგორც Türkiye Gazetesi იუწყება, მიწისძვრამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
ცნობისთვის, კაჰრამანმარაში, გასული წლის 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრების ეპიცენტრი იყო.
ამის გამო შეშინებული მოქალაქეები, ისევე როგორც წინა ჯერზე, პანიკურად გამოვიდნენ ქუჩებში. თუმცა, დღევანდელ სეისმურ მოვლენებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსთავი 2