თეგებით ძიება
08. 03. 2022 მსოფლიო

"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ" - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათი მთავარი საზრუნავია კონფლიქტი არ გაცდეს უკრაინის საზღვრებს.

"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს კიდევ უფრო საშიში და მომაკვდინებელი იქნება, სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.

არსებული ვითარების საპასუხოდ, ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ გვყავს 130 თვითმფრინავი სრულ მზადყოფნაში. 200-ზე მეტი ხომალდი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე და 1000-მდე დამატებითი ჯარისკაცი. ნატო მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს იცავს და დაიცავს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა