თეგებით ძიება

იტალიაში, სუპერმარკეტში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მედიის ინფორმაციით, 31 წლის ქართველი სუპერმარკეტიდან დაახლოებით 670 ევროს ღირებულების ნივთების მოპარვას ცდილობდა. როგორც ირკვევა ის ძირითადად პირადი ჰიგიენის საშუალებებს აგროვებდა და გადახდის გარეშე ცდილობდა სალაროებიდან გასვლას. 

გამოსვლისას კაცი საეჭვოდ ტრიალებდა სალაროებთან, რა დროსაც დაცვის ყურადღება მიიქცია. ის შესამოწმებლად გააჩერეს და პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა კი ახალგაზრდა დააკავეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა